воскресенье, 10 апреля 2016 г.

ტრენინგის IX დღე

წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტების გეგმები და დამხმარე მასალები, ჩამოვყალიბდით, თუ როგორ მოვამზადოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები, შედგა კოლეგებს შორის უკუკავშირი.
      მივიღეთ მითითებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ მომავალში.



2016 წლის მარტი- აპრილის თვეში გავიარე  “ inteli”-ის კურსი, კერძოდ პროექტების კეთება, ტრეინინგი თავიდანვე საინტერესო იყო, მოვისმინეთ თეორიული კურსი, განვიხილეთ თითოეული დეტალი, დავიწყეთ პრაქტიკულად განხორციელება, პირველ რიგში, გეგმის შედგენა ,  ჩამოყალიბება, ბუკლეტის დამზადების პრინციპები, პრეზენტაციების გაკეთება,თუ როგორ უნდა მოვიძიოტ მასალები და გავხადოთ ის ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, ბლოგზე ატვირთვა- გამოქვენება, მივხვდით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გეზის მიმცემი და ყველა სიახლე კი მათგან წამოვიდეს, მივაჩვიოთ მოსწავლეები თანამშრომლობას, პასუხისმგებლობას, კრიტიკულ აზროვნებას, ერთმანეთის აზრის გაზიარება, თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას, ერთმანეთის მოსმენას.

          საინტერესოა  სპეციალური საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობა, მათ განსაკუთრებული ყურადღება და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით. ყველას უნდა გააჩნდეს 21-ე საუკუნის მოსწავლის უნარ- ჩვევები.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

ტრენინგის VIII დღე

ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა დიფერენცირებულ სწავლებას. ვისაუბრეთ მოსწავლეთა თვითრეგულიბის შეფასებაზე.


ტრენინგის VII დღე

განვიხილეთ როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის ტექნიკა. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად შევქმენით პრეზენტაციები, ვებრესურსები და ავტვირთეთ ბლოგზე. ვისაუბრეთ როგორ გავუწიოთ კლასს ფასილიტაცია სწავლის პროცესში. გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე. შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.

воскресенье, 27 марта 2016 г.

ტრენინგის VI დღე

საინტერესო მასალებს ვსწავლობთ. ვისწავლეთ  word-ის დოკუმენტის ფოტოდ გადაქცევა და ბლოგზე ატვირთვა.


суббота, 26 марта 2016 г.

ტრენინგის V დღე

ვისწავლეთ უკუკავშირის სახეები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრების განვითარებისთვის. 
ვისწავლეთ ტექსტის რედაქტირება. 
მესამე მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.

воскресенье, 20 марта 2016 г.

ტრენინგის IV დღე   
პროექტებით სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია შეფასება. განვიხილეთ შეფასების განმავითარებელი და განმსაზღვრელი მეთოდები; პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების სტრატეგიები. რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს.
ვისწავლეთ ფოტოების ატვირთვა ბლოგზე.