воскресенье, 27 марта 2016 г.

ტრენინგის VI დღე

საინტერესო მასალებს ვსწავლობთ. ვისწავლეთ  word-ის დოკუმენტის ფოტოდ გადაქცევა და ბლოგზე ატვირთვა.


суббота, 26 марта 2016 г.

ტრენინგის V დღე

ვისწავლეთ უკუკავშირის სახეები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრების განვითარებისთვის. 
ვისწავლეთ ტექსტის რედაქტირება. 
მესამე მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.

воскресенье, 20 марта 2016 г.

ტრენინგის IV დღე   
პროექტებით სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია შეფასება. განვიხილეთ შეფასების განმავითარებელი და განმსაზღვრელი მეთოდები; პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების სტრატეგიები. რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს.
ვისწავლეთ ფოტოების ატვირთვა ბლოგზე. 

воскресенье, 13 марта 2016 г.

ტრენინგის III დღე

ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, რომლის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ სტანდარტები. 
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.





ტრენინგის I-II დღე

საინტერესო ტრენინგია, რადგან პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებისთვის. სიახლე იყო ელექტრონული წიგნით მუშაობა. მომეწონა ნავიგაციის სისტემა. გავეცანით პროექტებით სწავლების მოდულებს. ვისაუბრეთ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებზე. შევქმენით საქაღალდეები, რომელშიც მოვათავსებ პროექტთან დაკავშირებულ შექმნილ მასალას.განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი. ვისწავლეთ  ბლოგის შექმნა, ასევე შაბლონისა და ბუკლეტის შექმნა.